დაბრუნების პოლიტიკა

  • პროდუქტის უკან დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე არსებულ აღწერას, მის ვიზუალურ მხარეს ან აღმოჩენილი იქნება ქარხნული წუნი. პროდუქტის შეცვლა ან უკან დაბრუნება შესაძლებელია მისი შეძენიდან 5 კალენდალური დღის განმავლობაში.
  • პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინვოისი  და სხვ.).
  • თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, უფლებას ვიტოვებთ ეჭვქვეშ დავაყენოთ მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შევაჩეროთ მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე ჩვენ უფლებამოსილი ვართ განვაგრძოთ ან შევწყვიტოთ პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების/შეცვლის პროცედურა.
  • ინტერნეტ მაღაზია არ იბრუნებს და არ ცვლის პროდუქტს იმ შემთხვევაში, თუ ნივთი აღარ მოგწონთ, საჭიროდ აღარ მიიჩნევთ მის ფლობას, არ ამართლებს თქვენს მოლოდინს და სხვა მსგავსი მიზეზების გამო.
  • დაბრუნების შემთხვევაში თანხა აისახება თქვენს აგარიშზე 30 კალენდალური დღის განმავლობაში.