წესები და პირობები

ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციები და წესები წარმოადგენს შეთანხმებას ჩვენს – mozabrick.ge-სა და თქვენს – ვებგვერდის სტუმარს შორის, რომელიც არეგულირებს ჩვენს ურთიერთობას.

ვებგვერდზე სტუმრობა და მისი გამოყენება ნიშნავს, რომ თქვენ იაზრებთ და ეთანხმებით აღნიშნულ წესებსა და პირობებს. გაითვალისწინეთ, აღნიშნული წესები და პირობები პერიოდულად შეიძლება განვაახლოთ. შესაბამისად, ყოველი სტუმრობისას ამ ვებგვერდის გამოყენება ნიშნავს, რომ ეთანხმებით ცვლილებებს. 

რეგისტრაცია

ვებგვერდის ნებისმიერი სერვისით სარგებლობისთვის არ გადიხართ რეგისტრაციას. თუმცა შეკვეთის გაფორმებისთვის  აუცილებელია მიუთითოთ გარკვეული ინფორმაცია თქვენს შესახებ, კერძოდ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა, მისამართი და ბარათის მონაცემები.

ანგარიშსწორება

ანგარიშსწორება შეგიძლიათ ქართული ბანკების Visa ან MasterCard ბარათით.

ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათის გამოყენებისას ადასტურებთ, რომ აღნიშნული ბარათი თქვენი საკუთრებაა ან მფლობელისაგან ბარათის გამოყენების უფლება გაქვთ.