მიწოდების პირობები

მიწოდება თბილისის და საქართველოს მასშტაბით

თბილისის მასშტაბით შეკვეთას შეძენიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებთ.

თბილისის გარეთ კი 2-5 სამუშაო დღის განმავლობაში.

ტარიფები:

• თბილისში მიწოდება (2 სამუშაო დღე) – 10.00 ლარი
• რეგიონში მიწოდება (2-5 სამუშაო დღე) – 10.00 ლარი
• აქციის ფარგლებში მიწოდება შეიძლება იყოს უფასო

შეკვეთის შეუფერხებლად მისაღებად აუცილებელია, რეგისტრაციისას ზედმიწევნით სწორად და სრულად შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია.

თუ შეკვეთის ჩაბარება ვერ მოხერხდა შეკვეთაში მითითებულ მისამართზე არყოფნის ან არასწორი/არასრული მისამართის გამო, შეკვეთა ჩაითვლება ჩაბარებულად და თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ. ასეთი შემთხვევისას შეგიძლიათ, შეკვეთას თავად მოაკითხოთ შემდეგ მისამართზე:

  • თბილისის შეკვეთა დაბრუნდება მოზაბრიკის ოფისში მისამართზე – თბილისი, აღმაშენებლის გამზ. #164. შეკვეთის გატანისას აუცილებელია, თან გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შეკვეთის ნომერი;
 
  • თბილისის გარეთ, რეგიონებში ვერჩაბარებული შეკვეთა დაბრუნდება საკურიერო კომპანიის ოფისში. საკურიერო კომპანიის ოფისის მისამართი და შეკვეთის შენახვის ვადა მითითებული იქნება სპეციალურ ბარათზე, რომელიც დაგხვდებათ მისამართზე. შეკვეთის გატანისას საკურიერო კომპანიაში აუცილებლად უნდა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. იმ შემთხვევაში, თუ არ მიაკითხავთ საკურიერო კომპანიის ოფისს ბარათზე მითითებულ ვადაში, შეკვეთა დაბრუნდება თბილისში, მოზაბრიკის ოფისში მისამართზე – თბილისი, აღმაშენებლის გამზ. #164. შეკვეთის გატანისას აუცილებელია, თან გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შეკვეთის ნომერი.

თუ შეკვეთა არ მიიღეთ მისი განთავსებიდან 2-5 სამუშაო დღის განმავლობაში და არ დაგხვდათ მისამართზე ბარათი, აუცილებლად უნდა დაგიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე: info@mozabrick.ge

გაითვალისწინეთ, რომ შეკვეთაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე, კურიერს არ აქვს წინასწარ დაკავშირების ვალდებულება. შესაბისად, შეკვეთისას უნდა მიუთითო ის მისამართი, სადაც კურიერი აუცილებლად შეძლებს ამანათის ჩაბარებას, წინასწარი შეთანხმების გარეშე.

გაითვალისწინეთ, არასრული მისამართის მითითების შემთხვევაში, ამანათი დაყოვნდება ჩვენს საწყობში და არ გამოიგზავნება მანამ, სანამ სწორ ინფორმაციას არ მოგვაწვდით. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გამოგიგზავნით წერილს თქვენს მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე.

გეყოფა ფიქრი! კონსტრუქტორი MOZABRICK – საუკეთესო საჩუქარია!